18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"პატარა ხოჭო" - ერთწუთიანი ანიმაცია, რომელმაც ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო

ანიმატორი ელენე სებისკვერაძის მიერ შექმნილ ანიმაციურ ფილმში მთავარი მონაწილე ფერადი ხოჭოა. ანიმაციამ სახელწოდებით "პატარა ხოჭო" ცოტა ხნის წინ ხორვატიაში ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი, ოქრო აიღო. ქართულმა ანიმაციამ 49 ქვეყნიდან გაგზავნილ 450 ნამუშევარს შორის გაიმარჯვა. 25-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე "პატარა ხოჭოს" ამბავი გამარჯვებულ ფილმებს შორის წელს ერთადერთი ანიმაციაა.

ხოჭოს თავგადასავალი ავტორის გადაწყვეტილებით და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით რამდენიმეწუთიან ანიმაციაში გაგრძელდება.

ანიმაცია ნოემბერში კანადის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები