18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
Treepex კამპანია, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო - აპარატის მიღმა კი ტყის აღდგენისა და ხეების დარგვის მასშტაბური პროექტი დგას

ჰაერის დაბინძურების, ავტომობილებით გადაჭედილი ქუჩებისა და სიმწვანის ნაკლებობის ფონზე, ქალაქში ცხოვრება თანდათან რთულდება. ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ დარჩენილებს, ახალი პროდუქტი ორმა გამომგონებელმა ერთი თვის წინ შესთავაზა. "თრიპექსი" მისმა ავტორებმა საზოგადოებას პირველად ვებგვერდითა და ვიდეორგოლით გააცნეს. ისინი ყვებოდნენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფ მსოფლიოს, ახალი სასუნთქი საშუალება პრობლემებს გადაუჭრიდა. განმარტავდნენ, რომ თრიპექსი, დაბინძურებულ ჰაერს, ფილტრავდა. პროდუქტი სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. მასზე მსოფლიო მედიასაშუალებები საუბრობდნენ. 

თუმცა პროდუქტი, რასაც ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, რეალურად არ არსებობს და მხოლოდ ბუტაფორიაა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მსოფლიოს ცნობილ გამოცემებსაც კი არ შეუტანიათ ეჭვი და უძღვნიდნენ რეპორტაჟებსა თუ სტატიებს.

გამომგონებლები ამბობენ, რომ ერთადერთი ჰაერის გამწმენდი ნატურალური საშუალება ხეა და გამოგონების ერთადერთი მიზანი, მსოფლიო ყურადღების მიპყრობაა

"თრიპექსის" სახელით ბორჯომის ტყეში ნერგების დარგვა 2 წლის წინ დაიწყეს. ტერიტორიაზე ათეულობით ხე იყო დარგული, თუმცა დღეს ბორჯომში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ, როდესაც კამპანია დაიწყო. აგვისტოს ხანძარმა უმეტესობა მათგანი გაანადგურა. ახლა ჯერ ნიადაგია შესასწავლი, ელოდებიან სპეციალისტების თანხმობას, რომ ხეების დარგვა გააგრძელონ და იმედოვნებენ, რომ სამუშაოებს გაზაფხულისთვის დაიწყებენ.

 

დღის ამბები