წელს ბარსელონა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, მასშტაბურ და მნიშვნელოვან ბიზნეს დაჯილდოებას, ე.წ. ბიზნესის ოსკარებს მასპინძლობს. 14-წლიანი ისტორიის განმავლობაში წელს პირველად, მსოფლიოს მნიშვნელოვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქართველოც აღმოჩნდა. STEVIE AWARD-ის ჯილო კომპანია PSP-ს ერგო.
საქართველო 60 ქვეყნის 3 ათას 900 ნომინანტს შორის, ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.
24-კარატიანი ოქროს, თითქმის ნახევარი მეტრის სიმაღლის ჯილდოს სახელწოდება სტივი, ბერძნულად გვირგვინოსანს ნიშნავს.
საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, ქართველი პრიზიორები დარწმუნებულები არიან, რომ STEVIE AWARD-ის ოქროს ჯილდო მომავალი წარმატების გარანტიაა, ხოლო კონკრეტული კომპანიის ბიზნეს მიღწევა აუცილებლად გულისხმობს ქართული ბიზნესის გამარჯვებას.