18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
იმისთვის არსებობს კამერა, დაკავებისას გადაიღოს პოლიციელმა - არასამთავრობოები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ. მესამე სექტორისთვის ეჭვის საფუძველი ნუცუბიძის შემთხვევის ვიდეო ჩანაწერის არარსებობაა.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ სამართალდამცველს დაკავების პროცესი სამხრე კამერით უნდა გადაეღო და ჩანაწერის მიზანმიმართული განადგურების ეჭვს გამოთქვამენ.  

„არანაირი ნდობის საფუძველი ამ გამოძიების მიმართ არ გიჩნდება ადამიანს, იმიტომ რომ რაღაც გაუგონარ ამბავს ამბობენ, რომ სამი კამერიდან არცერთი არ აფიქსირებდა იქ მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, რომც გაასაჯაროვოს იქ მიმდებარედ რა ხდებოდა, რაღაცას გავიგებთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმისთვის არსებობს ის კამერა, რომ დაკავებისას გადაიღოს პოლიციელმა, თორემ მანამდე ვის რას ესაუბრებოდი, ის აბსოლუტურად არ არის საინტერესო,“ - განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” წევრმა გიორგი მახარაძემ.

არასამთავრობო ორგნიზაციები პროკურატურას საკითხის საფუძვლიანი შესწავლისკენ მოუწოდებენ

„პროკურატურის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ცალსახად ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ამიტომ ცხადია, საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი და გასაჯაროებული. მათ შორის ის ჩანაწერებიც, რომელიც საქმეში არსებობს,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები