საქველმოქმედო კონცერტი ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად. ვაკის პარკში, კლუბ "33ა"-ში გამართულ ღონისძიებაზე შესული თანხა მხატვრის ოჯახს გადაეცემა, რომელსაც ბინიდან გამოსახლება ემუქრება. ბინა მათ ნათესავის გადასარჩენად იპოთეკით დატვირთეს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ნიაზ დიასამიძემ, რომა რცხილაძემ, რობი კუხიანიძემ, გია ნიკოლაძემ და ელენე კალანდაძემ.
ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც.