მეთევზეები, რომლებიც შავ ზღვაში ქაფშიის რეწვას ახორციელებენ, გარემოს დაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. უწყების გადაწყვეტილებით, მეთევზეებმა სეინერებზე ვიდეო თვალი უნდა დაამონტაჟონ და ელექტრო ჟურნალი აწარმოონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სოლიდური ჯარიმების გადახდა დაეკისრებათ.
სეინერების მეპატრონეები აცხადებენ, რომ დადგენილება სამინისტრომ ერთი თვის წინ მიიღო და ისინი წლევანდელი სეზონისთვის მომზადებას ვერ მოახერხებენ. მეთვზეები გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.