ქართველმა მძარცველებმა ათენის გარეუბანში, კიპსელში მცხოვრები 85 წლის პენსიონერი აწამეს.
სამი დღის წინ დამნაშავეებმა მისი სახლის კარი შეამტვრიეს და პენსიონერს ფულს სთხოვდნენ. მოხუცი საწოლზე მიაბეს, ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცხელი უთოთი აწამეს.
მოხუცს სახლში მხოლოდ ძვირფასეულობა და 50 ევრო ჰქონდა. მძარცველებმა ფულიც წაიღეს და სამკაულებიც.
პოლიციამ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა. შვიდივე ქართველია.
85 წლის ნაწამები ქალბატონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.