საზოგადოებრივი მაუწყებელი ნახევარ მილიონს გოგა ხაინდრავას სტუდიას უხდის. „ლე ხაინდრაო პროდაქშენმა“ დეტექტიური სერიალის გადაღების ტენდერში გაიმარჯვა. მისი ერთადერთი კონკურენტი ტენდერში ”კავკასიის კინო სერვისი” იყო. მისი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
წაგებული კომპანიის ხელმძღვანელობამ მომხდარზე საუბარი არ ისურვა და სატენდერო პირობების შესახებ დასმულ კითხვებს აგრესიით უპასუხა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს კი გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ტენდერი ფიქცია იყო და გოგა ხაინდრავს გამარჯვების მიზეზი ნეპოტიზმი და პოლიტიკური სიმპატიებია.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ტენდერების თემა მედიაკოალიციის განსახილველ საკითხთა შორის მოხვდა.
გოგა ხაინდრავას კომპანია სერიალზე ”ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე” მუშაობს უახლოს მომავალში დაიწყებს.