18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ერთ კვირაში 11 თეთრით გაუფასურებული ლარი - ეკონომმისტები პასუხისმგებლობას მთავრობას, მთავრობა კი ეროვნულ ბანკს აკისრებს

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთ კვირაში დოლართან მიმართებით უკვე 11 თეთრით დაეცა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარის შეძენა ხვალიდან 2 ლარი და 59 თეთრი იქნება საჭირო, თუმცა სრულიად განსხვავებულია სურათი კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი ამერიკული დოლარი უკვე თითქმის 2 ლარი და 64 თეთრი ღირს, ერთი ევროს შესაძენად კი სამი ლარი 6 თეთრია საჭირო.

კურსის დრამატულმა ცვლილებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, ხალხი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება.

ლარის გაუფასურებას დამოუკიდებელი ეკონომისტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციაც და ამბობს, რომ შედეგი რომელიც სავალუტო ბაზარზე დადგა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა.

მთავრობის წევრები მთავარ დამნაშავედ ეროვნულ ბანკს აცხადებენ. თავად მთავარი საფინანსო ინსტიტუტი კი დუმს და განმარტებებს არ აკეთებს. 

დღის ამბები