ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტი და საგამოძიებო უწყებების ქმედებები დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში შეაფასა 7-მა არასამართავრობო ორგანიზაციამ.
მასში ნათქვამია, რომ "ვიდეო ჩანაწერების არ არსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში ამ საქმეზე არსებულ კითხვებს".
განცხადებაში აქცენტი გამჭვირვალე გამოძიების და ექპერტიზის აუცილებელობაზე კეთდება, რათა დადგინეს, ხომ არ მოხდა მანიპულირება ვიდეო ჩანაწერებზე. სამოქალაქო სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეო რეპორტაჟსაც აკრიტიკებს.
"მომხდარი ადასტურებს პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას და სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას," - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ დროულად შექმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
„ასევე მოვუწოდეთ თავად შსს-ს, რომ მიიღოს ერთიანი წესი ვიდეო გადაღების და აღჭურვოს ყველა პოლიციელი, რომელსაც მოქალაქესთან აქვს შემხებლობა, იმგვარი ვიდეო ტექნიკით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში შეძლებს დააფიქსიროს კომუნიკაცია მოქალაქესა და პოლიციელს შორის.