ხელისუფლების წევრებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიღებაზე უმასპინძლა საქართველოში თურქეთის ელჩმა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სტუმრებს ჩოხაში გამოწყობილი დახვდა.
საღამო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. გარდა ამისა, გუმრუქჩუ საქართველოში საკუთარ დიპლომატიურ მისიას ასრულებს და საღამოზე მისი გაცილების ცერემონიაც შედგა.