ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბა. ისინი მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების პროტესტი პაატა პავლიაშვილის საქმეს და ბოლო პერიოდში გამოუძიებელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება.
მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს და იმ პირების სახელები და გვარები გამოფინეს, რომლებიც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ან ძალის გადამეტებას ემსხვერპლნენ.
„სისტემური ხასიათი მიეცა ამას ყველაფერს, რომ არ იძიებენ საქმეებს. თუ ვინმეს უნდა დააჯერონ, რომ ნუცუბიძის პლატოზე არცერთი კამერა არ მუშაობდა გადამღები და მაინცდამაინც ყველა ერთდროულად გაფუჭდა, ამის დაჯერება შეუძლებელია. ხდება ხელის დაფარება ადამიანების მიმართ, რომლებიც ამეტებენ თავის უფლებამოსილებებს,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ ამირან კვარაცხელიამ.