მეტროსადგურ "ვაჟა ფშაველაზე" ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა. გადახდის აპარატები მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა.
მოქალაქეებს საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის უკონტაქტო ბარათით შეეძლებათ.
„მეტრო სისტემაში დამონტაჟდება ასეთი გადახდის სისტემები, ისევე, როგორც ავტობუსები და საბაგიროც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება და ერთიანი, უნივერსალური გადახდის ძალიან მარტივი და თანამედროვე სისტემა იქნება, რომელიც ანალიტიკური წარმოების საშუალებასაც მოგვცემს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალი აპარატების დამონტაჟება თბილისის ყველა მეტროში 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.