18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია გაიმართა

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია გაიმართა მთავარ პროკურატურასთან. აქციის მონაწილეების მოთხოვნები იგივე რჩება, ისინი ზარალის სრულად ანაზღაურებასა და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

მათი თქმით, ერთი თვის წინ ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, შენობაში ხანძარი განზრახ გაჩნდა. დაზარალებულები შოთაძის უწყებისგან მომხდარში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

„ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბავშვთა სამყარო გადაიწვა ნავთობპროდუქტების აალების შედეგად, რამდენიმე ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ზაზა ხატიაშვილი. ხელისუფლებამ გადაწვა "ბავშთა სამყარო". ხელისუფლებამ დატოვა ეს ხალხი ქუჩაში. მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ იძიებს ხელისუფლება, თუ ის არ ურევია ამ უბედურებაში,“ - აცხადებს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

დღის ამბები