გადაუღებელ წვიმას ოკუპირებულ აფხაზეთში წყალდიდობა მოჰყვა. უხვი ნალექის გამო, მდინარე კოდორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შედეგად, დაიტბორა სოფელი განახლება, რომელსაც დღეს ადგილობრივები აძი-და-კუარას უწოდებენ.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზარალა. დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდინარის დონემ შედარებით დაიწია, თუმცა სხვა დასახლებების დატბორვის საფრთხე ამ დრომდე არსებობს.
ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ამსახველ ვიდეო,მასალას რუსული სააგენტო "სპუტნიკ-აფხაზია" ავრცელებს, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.