თბილისის არჩეული მერი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც ტრანსპორტის და გზების მიმართულებით მუშაობენ. კახა კალაძემ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო და ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით თავისი ხედვა გააცნო.
როგორც ახლად არჩეულმა მერმა განაცხდა, სატრანსპორტო პოლიტიკა წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო და კონკრეტული პროექტების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში იქნება მნიშვნელოვანი.
კახა კალაძის თქმით, ის აპირებს ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.