05 მაისი 2024,   10:46
ვრცლად
რუსთავში ხანძარია - ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ამ წუთებში რუსთავში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ხანძარი ე.წ. ძველი რუსთავის ტერიტორიაზეა. ცეცხლი თივას უკიდია. 

ადგილზე 4 სამაშველო-სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

უწყების ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

დღის ამბები