18 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
უკრაინაში, დონეცკის ოლქში მომხდარი შეტაკებებისას, ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს უკრაინაში მებრძოლმა ნიკა კაპანაძემ მიაწოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს, სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე.

გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.

 

დღის ამბები