18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
მოსახლეობამ არ უნდა აიღოს სესხი უცხოურ ვალუტაში და აჟიოტაჟიც ნაკლები იქნება - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ მათი დადანაშაულება ლარის გაუფასურებაში შეცდომაა.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, განაცხადა, ნებისმიერ ექსპერტს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა მთავარია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ აიღოს სესხი უცხოურ ვალუტაში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ კურსზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟიც ნაკლები იქნება და შესაბამისად, მერყეობაც ნაკლები იქნება ამ შემთხვევაში,“ - განაცხდა არჩილ მესტვირიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ლარი ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში უკვე 2 ლარი და 65 თეთრია. ერთი ევროს ღირებულება კი 3 ლარსა და 9 თეთრს აღწევს.

ერთი საათის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ოფიციალური კურსით ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა.

​ 

დღის ამბები