18 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
კონკრეტულ სახელსა და გვარებს დავასახელებ - "სალვუს დეველოპმენტის" მფლობელი

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი დაკითხვაზე იმყოფება. შსს-ის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებასთან კომპანიის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომლებიც ასევე დაკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი სოზაშვილმა დაკითხვამდე რუსთავი2-ს განუცხადა, რომ ის აპირებს, გამომძიებელს კონკრეტული გვარები დაუსახელოს, ვინც მისი ბიზნესითაა და დაინტერესებული და მასზე ზეწოლას ახდენდა.

„კონკრეტულ სახელსა და გვარებს დავასახელებ. რესურსი, რომ მე თვითონ მომეგვარებინა, ამოწურულია. სახელმწიფოს მინდა, ვთხოვო დახმარება, რომ გავერკვეთ, რა ხდება ჩემს ირგვლივ. ყოველი სახელისა და გვარის უკან არის დოკუმენტაცია, რომელიც მაქვს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვაჩვენებ, ეს ხალხი როგორ არის ჩართული იმაში, რომ მე რაღაც ცუდი გამიკეთონ,“ - განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლის ადვოკატი კი ოფისში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. მარინე ცუცქირიძე ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს. 

ვაკეში, „სალვუს დეველოპმენტის“ მთავარ ოფისში, გუშინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ისინი იარაღს ეძებდნენნ. საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები