18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
პროკურორ ბექა ეჟიშვილის მიმართ პროკურატურის გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

„სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში კომპანიის წარმომადგენელსა და პროკურორ ბექა ეჟიშვილს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ კურიერთან სატელეფონო ინტერვიუს დროს მთავარი საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა, განაცხადა.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ 30 ოქტომბერს პროკურატურის თანამშრომლისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე შპს "სალვუს დეველოპმენტის" ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენელსა და პროკურატურის თანამშრომელს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო,“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

დაზარალებული, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი მას იარაღით ემუქრებოდა, პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა. ინციდენტის შემდეგ ეჟიშვილი „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში სამართალდამცველებთან ერთად მივიდა, ვითარება ადგილზე ძალოვნების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები