სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში საძოვრის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
საქობოელების თქმით, 280 ჰექტარი სოფლის საძოვარი წლების წინ სხვადასხვა მფლობელზე ფარულად გასხვისდა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მეპატრონე, რომელმაც 10 ჰექტარი მიწის დამუშავება უკვე დაიწყო, მათ ტერიტორიაზე გადაადგილებას აუკრძალავს.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, საქობოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ადგილობრივ გამგეობაში კი ამბობენ, რომ მიწას კანონიერი მფლობელი ჰყავს და მოთხოვნები, რომელსაც მოსახლეობა აყენებს, ხელისუფლების კომპეტენციას სცდება.