18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"ერისიონი" რუსეთში ვეღარ მიდის

ქორეოგრაფილმა ანსამბლმა ერისიონმა რუსეთში გასამგზავრებლად ვიზა ვერ მიიღო, რის გამოც, რუსეთის ქალაქებში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

ინფორმაცია ინსტაგრამზე გავრცელდა.

ინფორმაციაში მითითებულია, რომ კონცერტები გაზაფხულისთვის გადაიდო. ორგანიზატორებმა გაყიდული ბილეთები უკან დააბრუნეს.

კონცერტები კრასნოდარში, დონის როსტოვში, სოჭში, ვლადიკავკაზშიც და მახაჭკალაში უნდა გამართულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ერისიონის კონცერტის გაუქმება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს, რადგან ერისიონის კონცერტი “სრულიად ოსთა საბჭოს” შეკრების ჩატარების თარიღს ემთხვეოდა.

დღის ამბები