25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
ბიორკი თბილისური კონცერტისთვის ემზადება

ბიორკი თბილისური კონცერტისთვის ემზადება. ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. დაახლოებით ორ საათში სცენაზე ბიორკი გამოვა.

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ქართველ მსმენელს მის ბოლო ალბომს vulnicura-ს წარუდგენს, ასევე შეასრულებს რამდენიმე ახალ სიმღერასაც, რომელიც მის 2018 წლის ალბომში შევა.

ბიორკთან ერთად დედაქალაქს ახალგაზრდა ისლანდიელი დირიჟორიც ესტუმრა. ბარნი ფრიმან ბარნასონი ბიორკის თბილისურ კონცერტებზე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს, სწორედ მან უხელმძღვანელა ბიორკის სიმებიან კონცერტს ისლანდიაში.

ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოს sou ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა და ის დედაქალაქში სულ ორ კონცერტს გამართავს. 

დღის ამბები