18 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
აზიური ფაროსანას შინაური ფრინველებით ებრძვიან - მოსახლეობას ფრინველის ხორცით მოწამვლის შიში აქვს

აზიური ფაროსანას განადგურებაში გლეხს უკვე ინდაური და სხვა შინაური ფრინველი ეხმარება. თუმცა, როგორც სამეგრელოში ყვებიან, ფაროსანანაჭამ ინდაურს, ქათამს და მათ კვერცხს ამ მწერის დამახასიათებელი სუნი ასდის. ამიტომ ადგილორბივები შიშობენ, რომ ამ პროდუქტებმა შესაძლოა, მათი შვილები მოწამლოს.

ვეტერინარები აცხადებენ, რომ ფაროსანა ფრინველისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სპეციალისტების განმარტებით, მწერი მომწამვლელი არ არის და მისი გადამუშავება ფრინველის ორგანიზმში ისე ხდება, რომ ხორცი სუნს არ იღებს.

სურსათის უვნებლობის სააგენტოშიც ამტკიცებენ, რომ ფაროსანა, სხვა მწერების მსგავსად, საკვებად სახიფათო არ არის ფრინველისთვის და შემდეგ არც ეს ფრინველია მომწამვლელი ადამიანისთვის.

მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ არც ფაროსანა და არც მასთან მებრძოლი ფრინველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელ მწერთან ბრძოლის ამ ხერხს რეკომენდაციას არ უწევს.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები