18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან - არიან დაკავებულები

ამ წუთებში ქართული მარშის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის წევრები გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებენ.

აქციის წევრები ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან არიან შეკრებილები და ფერად ასაფეთქებლებს აფეთქებენ. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ქართული მარშის წევრები გურამ კაშიას მისამართით კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ და ითხოვენ, რომ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან გააძევონ.

დღის ამბები