18 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"ქართული ოცნება" ახლადმიღებული კონსტიტუციის დასაკორექტირებლად ემზადება

კონსტიტუცია, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო ექსპერტების მწვავე შეფასების მიზეზი არაერთხელ გამხდარა, მალე ისევ შეიცვლება.

ქართული ოცნება ქვეყნის მთავარი დოკუმენტის საკუთარი ვერსიის დასაკორექტირებლად ემზადება.

მმართველი პარტია 2024 წლიდან ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს. 2020 წელს ერთჯერადად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ორი ცვლილება კი ტექნიკური იქნება, რაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხებს დაარეგულირებს.

უმრავლესობა ახალ კონსტიტუციაში ცვლილებებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით ხსნის.

მმართველი გუნდი ყველა იმ პროცედურას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება, თავიდან გაივლის. მათ შორის ხელახლა უნდა შეიქნას საკონსტიტუციო კომისიაც.

ახალი ცვლილებების განხილვა რეგიონებში მთავრი ოპოზიციური ძალების გარეშე მოხდება.

ენმ და ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. მიზეზი უმრავლესობის განცხადებაა, რომ მათი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი არ შეიცვლება.

განსხვავებულია პატრიოტთა ალიანსის პოზიცია. ფრაქცია პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებას აპირებს და საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. 

დღის ამბები