მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს რევოლუციით უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებას და მისი გეგმაა, რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით.
როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში ჩართვისას განაცხადა, ის საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოვიდა, თუმცა უკრაინაში რევოლუციის აუცილებლობას ვერ ხედვას.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ ისინი ბევრნი არიან და ერთნაირად ფიქრობენ.
სააკაშვილის განცხადებით, ეს მსოფლიო პრაქტიკაა და მასობრივი დემონსტრაციების შედეგად იცვლებიან ხელისუფლებები და ამაში არაფერი გასაოცარი არ არის.
„ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბრენდი, ეს არის ჩვეულებრივი განწყობა ხალხის. მთავარია, რომ ხალხის განწყობას წინ არაფერი დაუდგეს. ჩვენ ვიდგებით მაგრად,“ - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა აქვს საშუალება, დაეხმაროს უკრაინას და მისთვის კიევი "არის მშობლიური თბილისივით".
„ჩემთვის იმ პირობებში, როდესაც ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს იმიტომ, რომ ფაროსნები მოასხდნენ, აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს მე ამას აუცილებლად გაუკეთებ იმიტომ, რომ მე მათი ნაწილიც ვარ. მათი უბედურების ნაწილიც გავხდი, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში, მაგრამ მათი გამარჯვების ნაწილიც ვიქნები. ეს, რა თქმა უნდა, იქნება საქართველოს გამარჯვებაც, მე ამას ერთმანეთისგან არ ვყოფ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.