07 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში - "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ გაემგზავრა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და ის ამჯერად მოსკოვში აქტიურ ურთიერთობას მედიასთან გეგმავს.

მისივე თქმით, მონაწილეობას მიიღებს სატელევიზიო თოქშოუებში. მოსკოვში "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერს არაფორმალური შეხვედრებიც ექნება.

„ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა ბუნებრივია გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება. არ მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი იმიტომ, რომ გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან და საჩივრებიდან და ა.შ. მე არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული როდის წავიდოდი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები