საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. მისივე მტკიცებით, ქალაქში ახალი წარმატებების მისაღწევად ვიცე-მერობა აუცილებელი არ არის.
არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძემ თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტის დაკავება შესთავაზა, თუმცა უმრავლესობის ლიდერისგან უარი მიიღო.
„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები, მოკავშირეები. გარწმუნებთ, რომ ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თანამშრომლებისთვის. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატებით შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის პროგრამა და ის პროექტები განახორციელოს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავაცანით საზოგადოებას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.