ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა, რაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი „Twitter“-ის საკუთარ აკეთებს.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით 190 ქვეყნიდან საქართველომ წელს რეიტინგში მე-16 -დან მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.
სიის პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა, რუსეთს კი 35-ე პოზიცია უკავია.