20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებები, ოკუპაცია - ესტონეთის პრეზიდენტს არასამთავრობოებმა ინფორმაცია მიაწოდეს

ესტონეთის პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კერსტი კალიუ-ლაიდთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებები და რუსული საფრთხეები განიხილეს.

„ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს კრიტიკულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მოხდა. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით სასამრთლოს რეფორმაზე. ვისაუბრეთ კორუფციაზე და აქ აღსანიშნავია, რომ, ერთი მხრივ, დაბალ დონეზე საქართველოში კორუფცია არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს ინფორმაცია ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

”სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, ესტონეთს პრეზიდენტს აინტერესებდა საქართველოს ევროპასთან დახლოების პროცესში როგორია საზოგადოების განწყობა. ბენიძემ არჩევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი არის, მნიშვნელოვანი პრობლემებებად რჩება ზეწოლა, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაუბალანსებელი დაფინანსება.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გაზრდილ ანექსიურ საფრთხეებსა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხებზე ისაუბრეს. გაფრინდაშვილმა ბორდერიზაციას „საფრთხობელა“ უწოდა. 

ამ წუთებში ქართულ-ესტონური ბიზნეს-ფორუმის მიმდინარეობს, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები და კონკრეტული პროექტები განიხილება. 

დღის ამბები