საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი დასრულებულია. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კონკრეტული პროექტები და ესტონეთის მაგალითის გაზიარება ეკონომიკური განვითარების კუთხით - ამ საკითხებზე ისაუბრეს ესტონეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ესტონეთის პოლიტიკური მხარდაჭერაც, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით.
საქართველოს პრემიერმინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
„ორმხრივ შეხვედრაზე ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ბევრ საკითხზე, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს. მოხარული ვარ, რომ მომავალთან დაკავშირებით საერთო ხედვა გვაქს. მოხარული ვარ, რომ აქ იმყოფებიან წამყვანი ესტონური კომპანიების და მათი ქართველი პარტნიორების წარმომადგენლები. ესტონეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის დიდი წარმატების მაგალითია. მხოლოდ 2 ათწლეულის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობით, სამაგალითო რეფორმატორი და გახსნილობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული დემოკრატიისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციის კუთხით მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ჩვენი სურვილია არამხოლოდ მივიზიდოთ ესტონური ინვესტიციები არამედ გავიზიაროთ თქვენი ხედვა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ფორუმი მოგვცემთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ახალი შესაძლებლობები საქართველოში და ბიძგს მისცემს ახალ ბიზნეს, ინიციატივებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განვითარების მხარდაჭერისთვის.
ბიზნეს ფორუმზე განცხადება გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტმაც.
„ამ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, არა ერთხელ დამარწმუნეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ამ ქვეყანაში არის დაცული. ეს არის ქვეყანა, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა, გახსნილობა და რომელიც რეალურად ზრუნავს, რომ ეკონომიკური გარემო იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი და ფიქრობს, როგორ შექმნას ახალი ბიზნესი,“ - აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც შემოსავლები სწრაფად იზრდება.
„ევროპის ქვეყნები გეკითხებიან, როგორ შეცვალა თქვენმა ტექნოლოგიები საზოგადოება და რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ თქვენი ქვეყნის გამოცდილებიდან. ჩემი მთავარი არგუმენტი, როდესაც ვიბრძვი მაგალითად თქვენი ქვეყნისთვის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის რომელიმე ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ყოველთვის ვამბობს, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა შევიტანოთ ეჭვი მათი შესაძლებლობების შეფასებისბ დროს, თი არ გვსურს ეჭვი გავაჩინოთ საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.