საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში ხვალ იგეგმება, თუმცა ეს საკითხი დეპუტატებს შორის დებატების საგანი უკვე გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით რეალურად ოპოზიცია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
„შავი პიარი რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში დაიწყო ოპოზიციურმა სპექტრმა და სამწუხაროდ ამ სპექტრში თავად პრეზიდენტიც შედიოდა ფიასკოთი დასრულდა. ეს არის ცხადი რადგან ქვეყანას აქვს ძალიან კარგი კონსტიტუცია,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცვლილებები,რომელიც კონსტიტუციაში შევა, საზოგადოების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს.
საპარლამენტო უმცირესობის თქმით კი „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა „შელამაზება“ კონსტიტუციის.
„თქვენ მოატყუეთ საერთაშორისო საზოგადოება, ქართული საზოგადოება,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.