20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 6 ოლქში, 12 ნოემბერს გაიმართება - ეს განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააკეთა. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტური ჩატარდება ერთ თვითმმართველ ქალაქში ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ოზურგეთში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში.

გარდა ამისა, ცესკოში შეაჯამეს არჩევნების საბოლოო შედეგები და თბილისში, მერობის კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ კახა კალაძე - 51.09%

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 17.48%

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილი - 16.59%

 „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია - 7.11%

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმ ქალაქსა და თემში გაიმართება, სადაც მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

ასევე ცესკოში შეჯამდა საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც.

"საარჩევნო სუბიექტებს შორის მიღებული მანდატების ოდენობა თბილისის საკრებულოს 25 პროპორციული მანდატისათვის შემდეგნაირად გადანაწილდა. "ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველოს" მიღებული ხმების ოდენობა არის 35 ათას 586, რაც პროცენტულად არის 9.18%, ხოლო მიღებული მანდატების ოდენობა 3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 68 ათას 432 ხმა, პროცენტულად ეს არის 17.66%, ხოლო მიღებული მანდატების ოდენობა 5. „დავით თარხან მოურავი - ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - მიღებული ხმების ოდენობა არის 21 ათას 775, პროცენტულად ეს არის 5.62%, ხოლო მიღებული მანდატების ოდენობა 2. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მიღებული ხმების რაოდენობა არის 205 ათას 994 ხმა, ხოლო პროცენტულად ეს არის 53.15%, რაც შეეხება მიღებული მანდატების ოდენობას, ეს არის 15,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

 

დღის ამბები