24 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
ვიცე მერობა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს საუკეთესო სახით - არჩილ თალაკვაძე

"ვიცე მერობა ნამდვილად არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა გაგრძელდეს საუკეთესო სახით,“ - ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, მისთვის ვიცე მერობის პოსტის, შესაძლო შეთავაზებაზე საუბრისას გააკეთა.

თალაკვაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე მერობა შესთავაზა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია და ქალაქში წარმატებების მისაღწევად ვიცე მერის პოსტი აუცილებელი არ არის.

„ვიცე მერობა ნამდვილად არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის ერთად. კახი კალაძე არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი, რომლის უკან დგას შრომა, მიზანმიმართული მუშაობა, მუდმივი განვითარება. ჩვენ ვართ მეგობრები და მოკავშირეები და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მე მის გვერდით ვიქნები. ვიცე მერობა ნამდვილად არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა გაგრძელდეს საუკეთესო სახით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძემ თალაკვაძეს ვიცე მერობა შესთავაზა, თუმცა უმრავლესობის ლიდერისგან უარი მიიღო.

დღის ამბები