20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპონენტებს მოუწოდებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ინიციატივის შეფასებისას მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ

"ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ გაუსწრებენ მოვლენებს, რადგან ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. საუბარია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ მაჟორიტარული წესით არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საკუთარ ფრაქციას შექმნიან.

როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამ ინიციატივა პოლიტიკური კორუფციის და ხელისუფლების სატელიტი პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მცდელობად შეაფასა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ამ საკითხზე უმრავლესობაში მსჯელობა არ ყოფილა და მეტიც, ბევრმა დეპუტატმა მმართველი გუნდიდან არც კი იცის ამ ინიციატივის შესახებ.

„გუნდი იმსჯელებს ამაზე და აქედან გამომდინარე უფრო დეტალურად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს. გადაწყვეტილება ჯერჯერობით ნამდვილად არ არის მიღებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.    

ამავე თემაზე
დღის ამბები