20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
ესტონეთი არის ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერი - პრეზიდენტი

კერსტი კალიუ-ლაიდის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი.

ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე  სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ქვეყნების მეთაურებმა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც არის ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერი; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს - თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება. ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული დახვედრით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო - გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები