20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
საქართველოში შესაძლოა, ირლანდიის საელჩო გაიხსნას

უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა, ირლანდიის საელჩო გაიხსნას. ამის შესახებ ირლანდიის სენატის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.

სენატის თავმჯდომარემ, დენის ო დონოვანმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტად განავითაროს ეკონომიკა. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში აქ ირლანდიის საელჩო გაიხსნება და ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტები უფრო მჭიდრო გახდება,“- განაცხადა დენის ო დონოვანმა. 

დღის ამბები