20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დაკავება საზღვრის კვეთისას მოხდა

მეგის ქარდავას ამ დროისთვის 50 დღიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინული მხარის განცხადებით, დაკავებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი უკვე დაწყებულია. უკრაინის უშოშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეგის ქარდავას დაკავება საზღვრის კვეთისას მოხდა.

„ივანო ფრანკოვსკის სასამართლომ მეგის ქარდავას 50 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. უკვე დაწყებულია პროცედურა სამშობლოში მისი ექსტრადირების თაობაზე. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინის საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით დააკავეს.

"ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ყალბი პასპორტი, ერთი უკრაინის მოქალაქეობაზე გაცემული და ერთიც ლატვიის. ორივე პასპორტში დაკავებულის ფოტოსურათია, ასევე, ამოღებულია მეზღვაურის საბუთი, რომლითაც მეგის ქარდავა უკრაინასა და სხვა ქალაქებში გადაადგილდებოდა,“ - აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები