20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
მოლოდინები გავლენას ახდენს ლარის კურსზე - დებატები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ცნობილია, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის და ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ვალუტის ვარდნასთან დაკავშირებით ფინანასთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესა და ოპოზიციის წევრებს შორის დებატები გაიმართა. ოპოზიცია ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, არასწორად დაგეგმილ ბიუჯეტს ასახელებს.

„მცირე ბიზნესს, შეიძლება მსხვილ ბიზნესსაც, მოსახლეობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა ლარი, შემოსავლები უჩნდებათ, ცდილობენ მეოთხე კვარტლის დასაწყისში ყოველთვის მოახდინონ ვალუტის შეძენა. ეს მოლოდინები დღეს დიდ გავლენას ახდენს, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ოპოზიციის წევრებმა კითხვები დაუსვეს.

„მე არ ვიცი ადამიანები, რომ ახლა დოლარს აგროვებდნენ, ისეთ დღეში არიან, შიშების გამო ხომ?“- მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ფინანასთა მინისტრის მოადგილეს, რაზეც გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არა შიშები, არამედ მოლოდინები ჰქვია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები