ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმები სასამართლოში გაასაჩივრა. მათ სარჩელი უკვე შეიტანეს. ოპოზიციია ცესკო-ს საბოლოო შემაჯამებელი ოქმების არალეგიტიმურობაზე საუბრობს და მათ გაბათილებას ითხოვს.
სარჩელს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ოპოზიციური პარტიები სამომავლოდ მოქმედებებს კოორდინირებულად გააგრძელებენ.