20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ოპოზიციის სარჩელი სასამართლოშია - 17 პარტია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმები ოპოზიციამ სასამართლოში გაასაჩივრა. 12 გვერდიანმა სარჩელმა და თვითმმართველობის არჩვენების შედეგებმა, თითქმის, მთელი ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გააერთიანა. ოპოზიცია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ასეულობით დარღვევის განხილვას ითხოვს.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად 17 პარტიის ლიდერმა საერთო დოკუმენტს ხელი მოაწერა, მათ შორისაა, ლიდერთა საბჭოში შემავალი 14 პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

საერთო განცხადების გარდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს ცალკეც მიმართა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია, როცა შემაჯამებელი ოქმი, პარტიების საჩივრების განხილვის გარეშე მიიღო და არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოაცხადა. სარჩელში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებია აღწერილი.

მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები სამაგალითოდ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები