20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მერობისთვის ბრძოლას აგრძელებს 

„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი შემაჯამებელ შედეგებს ასაჩივრებს. ლელა ქიტესაშვილი ამტკიცებს, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი არცერთ კანდიდატს არ გადაულახავს. თამაზ მეჭიაური თიანეთის საოლქო კომისიის შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, მერის არჩევნებში გამარჯვებულია, მაგრამ დამარცხებას არ ეგუება მისი კონკურენტი.

"ქართული ოცნების" კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მან ოლქის შემაჯამებელი შედეგები, რომლითაც თამაზ მეჭიაურმა ერთი ხმით მოიგო, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

ცესკოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი დღე აქვს. ხვალ, დღის ბოლოს გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა ლელა ქიტესაშვილის საჩივარი. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი მისთვის მიუღებელი იქნება, მერობის კანდიდატი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

პარალელურად, თამაზ მეჭიაურის შტაბის წევრებს დღეს აუდიტის სამსახურში მისვლა მოუწიათ. კანდიდატის ოფისს ხარჯების ჩამოსაწერად და დოკუმენტაციის სრულად წარსადგენად კიდევ რამდენიმე დღე აქვს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები