ანგელა მერკელი კვლავ წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელეს. გერმანიის კანცლერმა ჟურნალ "Forbes"-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში, პირველი ადგილი ზედიზედ მეშვიდედ დაიკავა.
პოზიცია მან რთულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად შეინარჩუნა.
"Forbes" გერმანიის კანცლერს ევროკავშირის დე ფაქტო ლიდერსაც უწოდებს. სიის მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეია.
ჰილარი კლინტონმა კი, წელს მეორე პოზიციიდან, 65-ზე გადაინაცვლა.