20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მეჭიაური და ​ქიტესაშვილი ერთმანეთს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ 

თიანეთის ოლქის მე-20 უბანზე ბიულეტენებით მანიპულაციის ფაქტზე საუბრობს თამაზ მეჭიაური. თვითმმართველი თემის არჩეული მერის განმარტებით, ფაქტი სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა და ახლა ჯერი გამოძიებაზეა.

მისი თქმით, გაყალბების ფაქტი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და დამნაშავეები დაისაჯონ. თუმცა, თავად საგამოძიებო უწყებას არ მიმართავს.

„საოლქო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება, რომლითაც ჩემს მოწინააღმდეგეს უმატებენ 5 ხმას, ბათილ ბიულეტენში აღმოჩენილს, ეს იმდენად მარაზმი იყო. მე რა თქმა უნდა, ადამიანურად არავინ არ მემეტება საპროკურატურედ, თუმცა არც დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს თავის ნება-სურვილით გადაწყვიტოს არა მარტო გარკვეული პიროვნებების, არამედ რაიონის და ქვეყნის ბედი,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.  

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი კი, პარტიის მხრიდან ჩარევასა და დარღვევებს გამორიცხავს. გაყალბების მცდელობაში ბრალს ის კონკურენტს სდებს.

„მცდელობა როგორც ასეთი მე ვფიქრობ, რომ მეორე მხრიდან უფრო იყო. თუნდაც, ახლა ეს 6 დაკარგული ბიულეტენი, რომელიც დღეს უკვე არის ჩემი დავის საგანი. ახლა მასობრივ გაყალბებას ამას მე მაინც ვერ დავარქმევდი,“ - აცხადებს ლელა ქიტესაშვილი.

დღის ამბები