დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა FOX NEWS-ის ეთერში გააკეთა, როდესაც აზიური ტურნეს მნიშვნელობაზე საუბრობდა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს მნიშვნელოვანი ტურნეა, რადგან შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის კრიზისების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ მოლაპარაკება სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც ვიეტნამში 6 ნოემბერს იხსნება და 6 დღეს გაგრძელდება.
თეთრ სახლში და კრემლში აცხადებენ, რომ ორმხრივი შეხვედრის დეტალები შეთანხმებული ჯერ არ არის, თუმცა მხარეები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.