20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით მეტია. 28%-ით გაიზარდა იმ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დაჰყვეს.

ყველაზე მეტი ვიზიტი კი, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა. 

“უპრეცედენტო ზრდა ტურიზმის სექტორში გრძელდება და წლევანდელ წელს უკვე 6 მილიონ 430 ათასი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა ჩვენ ქვეყანას, რაც მთლიანად 2016 წლის 12 თვის სტატისტიკაზე 70 ათასი ადამიანით მეტია. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წელს 7 მილიონს გადასცდება ტურისტების რაოდენობა,“ - განცხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

დღის ამბები