ამ ეტაპზე მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი არ განიხილება, განცხადება ამის შესახებ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის უკრაინელმა ადვოკატმა გააკეთა.
მიხეილ ლოტიცკიმ „კურიერთან“ სატელეფონო კომენტარის დროს აღნიშნა, რომ უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებს ჯერ ისიც კი არ აქვთ დადგენილი, არის თუ არა დაკავებული პირი ნამდვილად მეგის ქარდავა, ვინაიდან მას დაკავებისას არც ერთი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ ჰქონია.
უკრაინელი ადვოკატი საუბრობს იმაზეც, რომ ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინისთვის არც პოლიტიკური თავშესაფარი მოუთხოვია.
„ჯერჯერობით პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე არ გვისაუბრია. ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალაქ ივანო ფრანკოვსკში. მისი დაკავების 2 ვერსია მაქვს. ოფიციალური ვერსიით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, არაოფიციალურად კი ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, შემდეგ მიიყვანეს ბინაში და ისე დააკავეს. ის, რომ მას რამდეიმე პასპორტი ჰქონა, ტყუილია. არანაირი საბუთი არ ჰქონია საერთოდ, შეიძლება საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა. ექსტრადიციაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიდის. ეს იქნება მხოლო მას შემეგ განხილული, რაც საქართველოდან იქნება საბუთები გამოგზავნილი. ახლა მხოლო საუბარია მის პატიმრობაზე, რათა ის არ მიიმალოს. ის თუ რას აკეთებდა საქართველოში, ამაზე არ გვისაუბრია, უკრაინაში კი უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერს არღვევდა,“- განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ ლოტიცკიმ.