ანა ვენტურა "მედიისა და გასართობი ინდუსტრიის" ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. ახალი რეიტინგი ტრადიციულად "ფორბსმა" გამოაქვეყნა. ჟურნალ ვოგის მთავარი რედაქტორი, რომელიც ამ თანამდებობას 1988 წლიდან იკავებს და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელია, 15 კაციან რეიტინგში პირველ პოზიციაზეა.
ფორბსის რედაქციაში განმარტავენ, რომ ანა ვენტურა ბეჭდური მედიის ყველაზე გავლენიანი ქალია, რადგან ათწლეულებია მოდის არა მხოლოდ შემოქმედებით არამედ, კომერციულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მეორე პოზიციაზე მოხვდა, ამერიკული ტელეკომპანია "ენ-ბი-სი- იუნივერსალის" ხელმძღვანელი ბონი ჰამერი. პირველ ხუთეულში არიან მომღერალი ბეიონსე და რაშა თუდეის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. რეიტინგის ბოლო პოზიციებზე კი ტეილორ სვიფტი , ჯოან როულინგი და პრიანკა ჩოპრა მოხვდნენ.